• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადის ცვლილების შესახებ
28 სექტემბერი, 2018

მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადის ცვლილების შესახებ

• „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,   ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს (ამოქმედდა 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან), ვალდებულია  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.

რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი   მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა  და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 ნოემბერი

 

• ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში.

 

• საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი   იხილეთ: 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №381 2018 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:  მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია

 

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგეძლებათ შემდეგ მისამართებზე:

თბილისი:

✔ვაკე-საბურთალო-მიცკევიჩის 23

✔ისანი-სამგორი- მოსკოვის გამზ. 25

✔დიდუბე-ჩუღურეთი- აღმაშენბელის 140

✔გლდანი-ნაძალადევი- სარაჯიშვილი №1

✔ძველი თბილისი კოსტავას 47/57

 

რეგიონები:

✔იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი-  მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქუჩა N26

✔გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი- მისამართი: ქ. ოზურგეთი, გოგებაშვილის ქ. N2

✔კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი-მისამართი: ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. N41

✔ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი-მისამართიქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;

✔შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი- მისამართიქ. გორი, გელდიაშვილი ქ. N3;

✔აჭარის ა/რ ფილიალი- მისამართი: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N2ა

✔მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი-მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. N13

✔სამეგრელო ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი-მისამართი: ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106

✔რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი- მისამართი: ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. N11

✔სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი-მისამართი: ახალციხე, კეცხოველის ქ. N6

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო