
სატენდერო წინადადების წარმოდგენის მოთხოვნა
სატენდერო წინადადების წარმოდგენის მოთხოვნა
საქონელი
(ერთ-კონვერტიანი სატენდერო პროცესი)
ქვეყანა: საქართველო
პროექტის დასახელება: COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი
ხელშეკრულების დასახელება: კომპიუტერული აღჭურვილობის შესყიდვა
სესხის ნომერი.IBRD -91130-GE, COFN - C1670
RFQ-ს მითითების ნომერი: COVID19/G/RFB-3
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება საქართველოს გადაუდებელი დახმარების - COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსების განხორციელების მიზნით, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს განზრახული აქვს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა.
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იწვევს ყველა პოტენციურ მიმწოდებელს შემდგეგი ტექნიკის შესყიდვისთის მონაწილების მისაღებად:
- პერსონალური კომპიუტერი (A ტიპის) 2 მონიტორით – 50 ცალი
- პერსონალური კომპიუტერი (B ტიპის) – 950 ცალი
- ლეპტოპი – 100 ცალი
- უწყვეტი კვების წყარო (UPS) მაღალი სიმძლავრის – 50 ცალი
- უწყვეტი კვების წყარო (UPS) საშუალო სიმძლავრის– 950 ცალი
- ტენდერი (RFB) განხორციელდება საერთაშორისო საკონკურსო შესყიდვების გზით, როგორც ეს განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის „IPF მსესხებლების შესყიდვების რეგულაციებში“ (2016 წლის ივლისი, რედაქტირებულია 2020 წლის ნოემბერი) („შესყიდვების რეგულაციები“) და ღიაა შესყიდვების რეგულაციების შესაბამისად უფლებამოსილი ყველა პრეტენდენტისათვის.
- დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება მიიღონ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსტროს, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განმახორციელებელი ჯგუფისგან :
საკონაქტო პირი: COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის შესყიდვების კონსულტანტი: თეა ტორიაშვილი - ttoriashvili@moh.gov.ge. გთხოვთ, მიმოწერაში დაამატოთ ამავე პროექტის განმახორციელებელი ჯფუფის შესყიდვების კონსულტანტი ხატია ამილახვარი- khamilakhvari@moh.gov.ge.
- დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება იხილონ შესყიდვის დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=535316&lang=ge. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია ზემოთ მოცემულ ელექტრონულ მისამართზე უფასოდ.
- მიმწოდებელი მხოლოდ ელექტრონულად ახორციელებს საკუთარ წინადადებების წარდგენას.
პრეტენდენტებმა შეთავაზებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=535316&lang=ge.
ელექტრონული შესყიდვების სისტემაში რეგისტრაციის ინსტრუქციის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=hQak4jPorj4&feature=youtu.be
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 ოქტომბერი 15:00 საათი.
წინადადებების გახსნა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სატენდერო წინადადების გახსნის ჩანაწერი აიტვირთება ელექტრონული შესყიდვების სისტემაში, წინადადების გახსნის შემდეგ.
- გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ შესყიდვების რეგულაციებზე, რომლის თანახმადაც მსესხებელმა, როგორც ხელშეკრულების მინიჭების შეტყობინების ნაწილი, უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია წარმატებული პრეტენდენტის ფაქტობრივი მეწილეობის შესახებ (Beneficial ownership) სატენდერო დოკუმენტში მოცემული “Beneficial Ownership Disclosure” ფორმის მიხედვით.
- ყველა სატენდერო წინადადებას უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უსაფრთხოების დეკლარაცია.
- შესყიდვების რეგულაციის, თანახმად შემსყიდველი გამოაქვეყნებს ინფორმაციას წარმატებული პრეტენდენტის შესახებ.