
შპს "მუხრანი 2017"-ის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2023 წლის 28 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 23 მუხლის მეორე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს „მუხრანი 2017"-ის (ს.ნ 436041196) მიმართ. ვინაიდან შპს "მუხრანი 2017"-ის დირექტორს არ მიუღია ოქმის შედგენაში მონაწილეობა, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობის ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N007217 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.