
ი.მ. ლია ბაღდავაძის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2023 წლის 08 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის კოდექსის’’ 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად ი.მ. ,,ლია ბაღდავაძის’’ ( ს/ნ; 01019066493; შემოწმებული ობიექტის მისამართი: დაბა ურეკი, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა N53ა) მიმართ. ვინაიდან, ი.მ. ,,ლია ბაღდავაძეს’’ არ მიუღია ოქმის შედგენაში მონაწილეობა, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. 2023 წლის 08 აგვისტოს #005950 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და თანდართული #005950/ო მითითების ჩაუბარებლობის გამო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი საჯაროს გამოქვეყნების თაობაზე.