ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
  • • EU TWINNING Project - ევროკაშირის პროექტი -ევროკავშირის დაძმობილების ინსტრუმენტი(TWINNING FICHE) 2019-2022 წლებისთვის განსახორციელებელი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის დახმარებით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო უწყებებთან და სოციალურ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით მოცემული პერიოდისთვის ტრანსპოზიციის მიზნით დამუშავდება ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ევროდირექტივები;
  •  
  • • SOCIEUX+ - (ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტი სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მიმართულებით) დეპარტამენტი 2019 წლიდან ტექნიკური მხარდაჭერის პროექტში ჩაერთო, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ბიზნეს გაერთიანებებისა და სავაჭრო პალატებისთვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ასევე შრომის ინსპექტორებისთვის ტექნიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  •  
  • აპლიკაცია “მშენებლობის უსაფრთხოება” აღნიშნული აპლიკაცია - BG BAUSTEINE-ის ქართული ანალოგია, რომელიც შექმნილია სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილი სადაზღვევო ინსტიტუტის (Berufsgenossenschaft der Bauwirtschaft / BG BAU) მიერ და წარმოადგენს ე.წ. ნოუ ჰაუს, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ გერმანულ ენაზე. GIZ-თან თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა აპლიკაციის ქართულ ენაზე თარგმნა, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოში როგორც შრომის ინსპექტორების, ისე დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების მენეჯერების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას, გააუმჯობესებს პრაქტიკაში საკანონმდებლო ნორმების დანერგვას, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და შრომის კულტურის ჩამოყალიბებას.

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია მშენებლობის უსაფრთხოება:

Android verion

IOS version

 

 

•ILO - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს შრომის ინსპექციის მართვის ელექტრონული სისტემის, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტებისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება ასევე ქვეყანაში შრომის უსაფრთოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროფილის განახლება;

•IOM- მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს ინსპექტორთა გადამზადება ადამიანით ვაჭრობის / იძულებითი შრომის / შრომითი ექსპლოატაციის/ ტრეფიკინგის საკითებთან დაკავშირებით და ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების მიმართულებით.

 

დამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსიპ წამლის სააგენტოშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო