ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა


მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სახელმწიფოს პრიორიტეტია.


2013 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა მოქმედებს, რომლითაც ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და სხვა.


სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სქემებით მოცულია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

 

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები:

 

►სოციალურად დაუცველი პირები (70 000 ქულამდე), პენსიონერები, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვები, პედაგოგები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებულ პირები, შშმ პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი პაკეტით სარგებლობენ და არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.


► 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტით სარგებლობენ და არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.


►ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ, უფინანსდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა( ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია ), ონკოქირურგია და მშობიარობა/საკეისრო კვეთა. კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება.


►საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, სარგებლობენ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

სახელმწიფო პროგრამით უფინანსდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა(ქიმიო,ჰორმონო და სხივური თერაპია), ონკო-ქირურგია, მშობიარობა/საკეისრო კვეთა.


►მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, მიუხედავად კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობისა (ასეთი არსებობის შემთხვევაში),საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფინანსდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა(ქიმიო,ჰორმონო და სხივური თერაპია), ონკო-ქირურგია, მშობიარობა/საკეისრო კვეთა.


- პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს უფინანსდება მშობიარობა/საკეისრო კვეთა.

 

- ყველა მოქალაქეს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვნად სარგებლობა.

 

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემების და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით

 

- საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ ისეთი გეგმური/გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომელთა ხარჯები არ იფარება მათი სადაზღვევო სქემებით, მაგრამ ფინანსდება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის, მომსახურებას ფარავს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა

 

 ინფორმაცია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებისთვის

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის (დანართი N1.9) ბენეფიციარების რეგისტრაციის წესი და პირობები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის (დანართი N1.9)განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა და ფასი

ცხრილი-საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთათვის

ბრძანება № 01-458/ო

ბრძანება № 01-274/ო

ბრძანება № 01-31/ო

ბრძანება № 10-140/ო

ონკოლოგიურ პაციენტთა სამკურნალოდ გათვალისწინებული გავრცელებული/მეტასტაზური ავთვისებიანი სიმსივნის (მ.შ. ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინისა და ზურგის ტვინის) ავთვისებიანი სიმსივნეების რეციდივი, განგრძობითი ზრდა და ინტრაორგანული მეტასტაზირება, ასევე, ინტრაორგანულად გავრცელებული ჰეპატოცელულური კარცინომა) საწინააღმდეგო მედიკამენტები (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინ კინაზას ინჰიბიტორები და ბისფოსფონატები)

ბრძანება №01-221/ო

ბრძანება №01-189/ო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლად გამონაკლისის სახით სამედიცინო დაწესებულებების განსაზღვრის შესახებ

ბრძანება №01-189/ო დანართი

პჯდ-დაწესებულებები 2020 წლის 1 მაისიდან

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი