საფრანგეთის საელჩო საქართველოში აცხადებს ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის (ENA)-ს საერთაშორისო ციკლებს: ხანგრძლივი საერთაშორისო ციკლი, საერთაშორისო მოკლევადიანი ციკლი, სახელმწიფო ადმინისტრაციის საერთაშორისო ციკლი (CIAP). კანდიდატებს მოეთხოვებათ ფრანგული ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სხვა შესარჩევი კრიტერიუმები ეხება საფრანგეთს და მის ინსტიტუციებს, მოტივაციას, რომ ემსახურო საკუთარი ქვეყნის ადმინისტრაციას და უნარს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიჩინო დიდი პასუხისმგებლობა. გრძელვადინ და მოკლევადიან საერთაშორისო ციკლებზე სწავლა არ გულისხმობს ჩაწერის უფლებას, განსხვავებით სახელმწიფო ადმინისტრაციის საერთაშორისო ციკლისაგან (CIAP), რომელიც 3 000 ევრომდე ჯდება.
საფრანგეთის საელჩოს საქართველოში გათვალისწინებული აქვს საფრანგეთის მთავრობის ერთი ცხრათვიანი სტიპენდია 2010-2011 სასწავლო წლისათვის. ეს სტიპენდია გულისხმობს ცხოვრების ხარჯებს და არა ჩაწერის ხარჯებს, რაც შეეხება სხვა პოტენციური კანდიდატების საფრანგეთში ყოფნის ხარჯებს, მათ თავად კანდიდატი ან მისი ადმინისტრაცია აიღებს საკუთარ თავზე. დოკუმენტაციის ბროშურებისა და კანდიდატების ჩაწერის დოსიეების მოძიება შესაძლებელია თბილისის საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურის სამსახურსა და ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის ვებ-გვერდზე: (www.ena.fr). საკონტაქტო პირი: ქალბატონი ევა სერგო, ატაშე სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის დარგში. eva.CSERGO@diplomatie.gouv.fr ტელ: +995 32 98 78 23/ 92 22 69 საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 4 თებერვალი.