: სიახლეები
 
 
 
  - სასწავლო კურსი “ჯანდაცვის მენეჯმენტი” ...     - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება ...     - საავადმყოფოს მშენებლობაGგარდაბანში ...     - ...     - ოზურგეთში ახალი საავადმყოფო შენდება ...     - ქედაში ახალი კლინიკის მშენებლობა დაიწყო ...     - საავადმყოფოს მშენებლობა მარნეულში ...     - სამედიცინო აქცია გარდაბანში ...      
home search sitemap
     
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 






     

     
 
 
25.08.2010
  ოზურგეთში ახალი საავადმყოფო შენდება

ქალაქ ოზურგეთში ახალი კლინიკის მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაეყარა. 50 საწოლიანი ევროპული სტანდარტების საავადმყოფოს საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია “ალფა” ააშენებს.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, სადაზღვევო კომპანია “ალფას” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.

 
20.08.2010
  საავადმყოფოს მშენებლობა მარნეულში

ქალაქ მარნეულში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დაწყებას საფუძველი საზეიმოდ ჩაეყარა. ევროპული სტანდარტების საავადმყოფოს საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის გეგმის განვითარების ფარგლებში სადაზღვევო კომპანია “ირაო”- ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი ააშენებს.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, რაიონისა და კომპანია “ირაო”-ს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 
14.08.2010
  სამედიცინო აქცია გარდაბანში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის სამსახურის ინიციატივით გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. მოსახლეობას გარდაბნის საავადმყოფოს და თბილისის მე-5 სამშობიარო სახლის ექიმებმა სხვადასხვა სახის გამოკვლევები ჩაუტარეს , ასევე უფასოდ გადასცეს მედიკამენტები.
“დღეს ჯანდაცვის სამინისტრო, გარდაბნის საავადმყოფოსთან და მე-5 სამშობიაროსთან ერთად ატარებს აქციას...

 
11.08.2010
  შინდისის გმირები

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში, რუს ოკუპანტებს ქართველთა მოგერიება იმდენად გაუჭირდათ, რომ ავიაციის გამოძახება გახდა საჭირო. ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყვნენ ქართველმა სამხედროებმა თავი აიფეთქეს. გმირული ბრძოლის შედეგად დაღუპული 17 ქართველი სამხედროს სისხლიანი შეტაკების ადგილზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები და დაღუპულთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. დღესვე, ვეტერანთა დეპარტამენტის თავჯდომარემ ნუკრი ცაგარეიშვილმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს სიგელები და საჩუქრები გადასცა.

 
23.07.2010
 
სასწავლო პროგრამა “Freedom of Information”
FREEDOM OF INFORMATION – UK-based study programme

 
30.06.2010
  ინფორმაცია

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2009 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხის შესწავლისა და “სამედიცონო_სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის”
2009 სახელმწიფო პროგრამის შესრულების შედეგების შესახებ.

 
29.06.2010
  სამედიცინო აპარატურის იმპორტი არ დაიბეგრერბა

ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით სამედიცინო აპარატურა არ დაიბეგრება. ეს გადაწყვეტილება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დავით გაგუას სამშობიარო კლინიკაში შეხვედრის დროს გაახმოვანეს. საგადასახადო კოდექსში ახალი ფორმულირებით უკვე შეტანილია ის მუხლი, რომლის მიხედვითაც სამედიცინო აპარატურა დამატებით ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრება.Gგადასახადებს მხოლოდ ჯაკუზების, სოლარიუმის აპარატებისა და მსგავსი ტიპის ტექნიკაზე გადაიხდიან.

სხვა გვერდები   <<        >>  
 
     

     


 

     

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი