: სიახლეები
 
 
 
  - იაპონიის მთავრობის საჩუქარი ...     - დედის დღე გორში ...     - ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ...     - კრიზისების მართვა მთავრობაში ...     - განცხადება საქონლის მიწოდების მსურველთათვის ...     - თამბაქო ან ჯანმრთელობა ...     - ჰუმანიტარული აქცია იაშვილის კლინიკაში ...     - სადაზღვევო ვაუჩერები ...      
home search sitemap
     
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
 






     

     
 
 
05.03.2010

 
10.03.2010
  იაპონიის მთავრობის საჩუქარი

ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს იაპონიის საელჩომ სასწრაფო დახმარების 5 ახალი მანქანა გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა დაესწრნენ.
“იაპონიის საელჩომ ღუდუშაურის კლინიკისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანები გადმოგვცა. ეს მანქანები მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადსაყვანად არის განკუთვნილი. ჯანდაცვის სამინისტროს სახელით დიდ მადლობას ვუხდი იაპონიის მთავრობას.”-აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა.

 
03.03.2010
  დედის დღე გორში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანაში” დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ახალბედა დედები სამედიცინო მომსახურების 100 ლარიანი კუპონებით და ყვავილებით დასაჩუქრდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, მშობიარეებსა და მრავალშვილიან დედებს საშუალება მიეცემათ გორის პოლიკლინიკურ გაერთიანებაში 100 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ. დედის დღეს საჩუქარი სულ ას ქალბატონს გადაეცა.

 
03.03.2010
  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ ინსტიტუტს (NICE) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და NICE –ის თავმჯდომარემ სერ მაიქლ როულინსმა მოაწერეს.
“მემორანდუმი დიდი ბრიტანეთის კლინიკური კვლევების ინსტიტუტთან გავაფორმეთ, რომელიც სამკურნალო პროფესიული კუთხით გაიდლაინებსა და პროტოკოლებს ამზადებს. ეს ორგანიზაცია ინგლისის სამედიცინო ბაზარზე მუშაობს და სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი კონტრაქტორია.

 
25.02.2010
  კრიზისების მართვა მთავრობაში

Crisis Communication in Government – UK-based study programme

Public Administration International (PAI) აცხადებს ინფორმაციას სასწავლო კურსების შესახებ.
2010 წლის 24-28 მაისს დიდ ბრიტანეთში ჩატარდება სასწავლო პროგრამა „კრიზისების კომუნიკაცია მთავრობაში“ (Crisis Communication in Government).

 
23.02.2010
  განცხადება საქონლის მიწოდების მსურველთათვის

“ბავშვზე ზრუნვა” 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 441/ნ ბრძანების მე–12 მუხლის ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ბ) პუნქტით გათვალისწინებულია ბავშვთა მიტოვების პრევენციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარების გაწევა:


 
19.02.2010
  თამბაქო ან ჯანმრთელობა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონში” პირველი ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “თამბაქო ან ჯანმრთელობა გაიმართა.
ორ დღიანი კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს საქართველოში არსებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ პოტენციალს თამბაქოს სფეროში, რათა განამტკიცოს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები.
კონფერენცია ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, განათლების მინისტრმა დიმიდტრი შაშკინმა და საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა-ელისაბედ რულოვსმა გახსნეს.

სხვა გვერდები       >>  
 
     

     


 

     

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი