• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი
13 სექტემბერი, 2018

ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო  ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს  მარტა ნოვაკოვას და  დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში  განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, როგორიცაა სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხობრები მოსახლეობისთვის ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის მიწვდომადობის გაზრდა, რისთვისაც ზუგდიდში მიმდინარე წელს დასრულდება სკრინინგ ცენტრის მშენებლობა. როგორც ჩეხეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს იქნება დიდი შეღავათი რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, რადგან მათ სკრინინგის ჩასატარებლად აღარ მოუწევთ დედაქალაში გამგზავრება. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისების გაუმჯობესებაა.

 

 ასევე,  ჩეხეთის მხარემ მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა საქართველოში  კლინიკების სამედიცინო აღჭურვის საკითხზე. აღნიშნული მიმართულებით საქართველოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის 2015 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ძვირადღირებული აპარატურით აღჭურვის საქმეში.  შეხვედრაზე საქართველოს და ჩეხეთის წარმომადგენლებმა აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უკვე განხორციელებული და სამომავლო საქმიანობა განიხილეს.

 

ოფიციალურ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩეხური სპა კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც გამოთქვა სურვილი საქართველოსაც გაუზიაროს გამოცდილება ჩეხური სპა პროცედურების შესახებ, რომელსაც სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს და უკვე 850 წელზე მეტს ითვლის მისი ისტორია. 

 

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს აქტიური თანამაშრომლობისა და წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტისთვის.

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო