• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საინფორმაციო შეხვედრა აჭარის რეგიონში შრომის უსაფრთხოების კანონზე
11 სექტემბერი, 2018

საინფორმაციო შეხვედრა აჭარის რეგიონში შრომის უსაფრთხოების კანონზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებთან ერთად შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის შესახებ ბიზნეს სექტორისა და დასაქმებულების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს შრომის უსაფრთხოების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. შეხვერდაზე განხილული იყო შრომის უსაფრთხოების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები და კანონით გათვალისწინებული დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებები. ასევე საუბარი შეეხო უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმისა და უზრუნველყოფის საკითხებს. აღინიშნა, რომ 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე, რომელზეც პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მუნიციპალიტეტების მერების, რეგიონის ბიზნეს სექტორის და სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სხვა რეგიონებშიცაა დაგეგმილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო