• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
ჰეპატიტების მსოფლიო დღე
28 ივლისი, 2018

ჰეპატიტების მსოფლიო დღე

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად C ჰეპატიტის კამპანიის ახალ ტალღას იწყებს. 
კამპანია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემირ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის 3 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ. 
ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ასევე წარმოდგენილი იყო ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.
C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.
ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო