• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია გაიხსნა
03 ივლისი, 2018

კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია გაიხსნა

“სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საინფორმაციო კამპანია გაიხსნა. კამპანიის მიზანია, რეგიონის მოსახლეობისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებ მოსახლეობას სამინისტროს მიერ განხორციელებული ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, ასევე სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე.

 

შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით გაიმართა და მას  ესწრებოდნენ - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია,   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მენეჯერი თეონა ბაბუნაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრები პანკისის, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გაიმართება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო