• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
შეხვედრა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე
27 ივნისი, 2018

შეხვედრა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები იყო განხილვის მთავარი თემა დღეს გამართულ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ღონისძიებაზე   CDC-ს  მიერ  ინფექციების კონტროლის თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგებსა და ამ სფეროში სტაციონარის დონეზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

გაერთიანებულ შეხვედრაში მონაწილეობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიიღეს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აშშ-ს მხარდაჭრით  ეროვნული გაიდლაინების განახლებისა და დანერგვის პროექტს ახორცილებს, გარდა ამისა,   მიმდინარეობს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიებში ამრ ტესტირების სრულყოფისა და გაძლიერების პროცესები.

შეხვედრაზე განისაზღვრა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სამომავლო პოლიტიკა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო