• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
ტალინში შეხვედრა გაიმართა თემაზე-ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის
14 ივნისი, 2018

ტალინში შეხვედრა გაიმართა თემაზე-ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ტალინში იმართება მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის. ღონისძიება ასევე ეძღვნება ტალინის ქარტიის ხელმოწერის ათი წლის იუბილეს.
საქართველოს სახელით შეხვედრაში მონაწილეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი იღებს.
ამირან გამყრელიძემ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სიტემაზე საუბრისას, ყურადღება მიაპყრო ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და აუდიტორიას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები გააცნო.
სხდომაზე განიხილეს ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის პროექტები, რის ყველაზე ნათელ დადასტურებად საქართველოში მიმდინარე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიიჩნევა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეს ორგანო წლების განმავლობაში უწევს ჩვენს ქვეყანას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო