• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევის შედეგები წარადგინა
12 ივნისი, 2018

გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევის შედეგები წარადგინა

გაეროს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა. კვლევის მიზანს საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვა, კეთილდღეობის ძირითადი ინდიკატორების დინამიკის შეფასება და ქვეყანაში განხორციელებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმების“ შედეგების იდენტიფიკაცია წარმოადგენს.

ანგარიშის მიხედვით, სოციალური პროგრამები უფრო მიზნობრივი, ბავშვიან  ოჯახებზე ორიენტირებული გახდა, რაც ბავშვთა სიღარიბის შემცირებას უწყობს ხელს. გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის ხელმძღვანელმა, თინა ბაუმმა სიღარიბის დაძლევაში სოციალური პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ყურადღება მიაპყრო ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წვლილსაც.„მიზნობრივი სოციალური დახმარება“ და სხვა სოციალური პროგრამები   პოზიტიურ გავლენას ახდენს  სიღარიბის დაძლევის პროცესზე.

რაც შეეხება ჯანდაცვას, კვლევამ აჩვენა, რომ, მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, უფრო ნაკლები ოჯახი ასახელებს ფინანსურ ბარიერებს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ დიდი გავლენა მოახდინა ამ მიმართულებით.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევის პრეზენტაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ესწრებოდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო