• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
შეხვედრა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე
08 ივნისი, 2018

შეხვედრა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ გახსნა. შეხვედრაზე ამბულატორიულ სერვისებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებები განიხილეს. სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - სტაციონარული მომსახურების, საცხოვრისისა და დღის ცენტრის სტანდარტებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ტერიტორიული განაწილებისა და ორგანიზაციული მოწყობის სამომავლო ხედვებზე. შეხვედრაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესიული თემი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. ღონისძიება „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში–თბილისის“ ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება. 

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო