• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებთან
30 მაისი, 2018

შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებთან

უწყვეტი სამედიცინო განათლების ონლაინ პლატფორმაზე ისაუბრეს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებმა  UNFPA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის  ოფისის დირექტორმა კარლ კულესამ  მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ პლატმოფრმას.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ აღნიშნა, რომ ადაპტირების შემდეგ, პლატფორმა უფრო მეტად ინტერქციული და რეგიონების საჭიროებებზე ორიენტირებული გახდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ონლაინ სწავლების მეთოდი კიდევ უფრო დაიხვეწება და  უახლოეს მომავალაში მას  ახალი მოდულები დაემატება. გარდა ამისა, სწავლება შესაძლებელი გახდება როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენებზე. აღნიშნული ცვლილებები, ონლაინ სწავლებას მაქსიმალურად მიუახლოვებს ევროკავშირის სტანდარტებს. ონლაინ კურსები საქართველოს მოქალაქეებისთვის არის უფასო. 

გარდა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა, შეხვედრაზე განიხილეს ცხოვრების ჯანსაღი წესის,რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ჯანმრთელობითი  განათლებისა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები. სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რის შედეგადაც საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში. მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც UNFPA  დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში  ახორციელებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო