• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
კონფერენცია თემაზე „არტერიული ჰიპერტენზია
10 მაისი, 2018

კონფერენცია თემაზე „არტერიული ჰიპერტენზია "

„არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი” - აღნიშნულ თემას მიეძღვნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს გამართული კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები არტერიული ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის, კლინიკური მიმდინარეობის, მართვის ხარვეზენისა და შესაძლებლობების, მონიტორინგის აუცილებლობის, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და მისი ზრდის შესაძლებლობებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. წელს საქართველო კვლავ უერთდება „მაისის გაზომვების თვეს“, რომელიც ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ 2017 წელს იყო ინიცირებულ მსოფლიოში და წარმოადგენს გლობალური აქციას - არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო ინიციატივას. არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი მსოფლიოში სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. მომატებულ არტერიულ წნევას ყოველწლიურად 7,5 მილიონი ადამიანის სიკვდილი (გლობალური სიკვდილობის 12,8%) უკავშირდება. საქართველოში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ზოგად სტრუქტურაში ჰიპერტენზიული ავადმყოფობის წილი 60%-მდეა. STEPS კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 24.5%-ს არასოდეს გაუზომავს არტერიული წნევა; ჰიპერტენზიის გავრცელება 37.7%-ია; ჰიპერტენზიის 83.6% არაკონტროლირებულია; ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას იტარებს არტერიული ჰიპერტენზიის (აჰ) დიაგნოზის მქონეთა 53.5%; მათ შორის, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმის მიერ დანიშნულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, 30% აღნიშნავდა, რომ მედიკამენტს იღებდა მხოლოდ წნევის ციფრების აწევისას, ხოლო 3.2% - როცა გაახსენდებოდა. კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო