• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მაღალი არტერიული წნევის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიხსნა
07 მაისი, 2018

მაღალი არტერიული წნევის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიხსნა

ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - მაღალი არტერიული წნევის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან ყურადღება ჰიპერტენზიის გამოვლენასა და მართვის მნიშვნელობას მიაპყრო. მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი კამპანია ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. „კამპანია, რომელიც დღეს განახლდა, მაღალი არტერიული წნევის ამოსაცნობად და სამკურნალოდ არის მიმართული. მთელი თვის განმავლობაში იქნება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომლის ამოცანაც არის მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ ახსნა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, იცოდნენ საკუთარი წნევა და თუ არის გადახრა, როგორ უმკურნალონ მას,“ - განმარტა დავით სერგეენკომ. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მთელი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართება. სააფთიაქო ქსელების 771 ფილიალში, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წნევის საზომი აპარატები განთავსდება, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაიგოს საკუთარი წნევის ციფრები. ასევე, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები. არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. ის სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. საქართველოში, მისი მაჩვენებელი 18-69 წლის პოპულაციაში 37.7%-ია. ჰიპერტენზიის მკურნალობის პროცესში წარმატებას ექიმის მიერ, სწორად შერჩეული რეგულარული მკურნალობა განსაზღვრავს.

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო