• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა
01 მაისი, 2018

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა

 „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დღეიდან ძალაში შევიდა. ძირითადი ცვლილებები საზოგადოებრივი თავშეყრის, დახურული ადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებას, თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილების მნიშვნელობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს კიდევ ერთხელ შეაფასა. "დღეიდან ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. წინასწარი კვლევებით და გათვლებით ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ მწეველ და 1 მილიონ პასიურ მწეველს კლავს. თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა საქართველოში დაახლოებით 22%-ს, მსოფლიოში კი, - 10%-ს შეადგენს. თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის  რისკ-ფაქტორია. მისი კვამლი 7000-ზე მეტ ქიმიურ, მათ შორის ტოქსიკურ ინგრედიენტს შეიცავს, მეორადი კვამლი კი, 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 50 კიბოს გამომწვევია. დღეში 10 ან ნაკლები სიგარეტის ღერის მოწევა სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 5 წლით ამცირებს, ხოლო ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 20-ჯერ ზრდის.  

თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი და არაპირდაპირი წლიური დანახარჯები  824.9 მილიონი ლარია (მშპ-ის 2.43%). თამბაქოს კონტროლის ოთხი პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში, 15 წლის განმავლობაში, ქვეყანა თავიდან 53100 ადამიანის გარდაცვალებას აიცილებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო