• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
დავით სერგეენკო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
12 აპრილი, 2018

დავით სერგეენკო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო  სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში იმყოფება, სადაც ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი ( EASL) მიმდინარეობს. კონგრესში მონაწილეობას მინისტრთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები იღებენ. 

EASL-CDC  (ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი-დაავადებათა კონტროლის ცენტრის) ერთობლივი სიმპოზიუმი   დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, მოვლისა და მკურნალობის სერვისების  დეცენტრალიზაციას ეძღვნება.

საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგებისა და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დეცენტრალიზაციის შესახებ სიმპიზიუმზე მოხსენებით  მინისტრი დავით სერგეენკო გამოვიდა.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას და მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საქართველოში მიმდინარე პროგრამიდან დაგროვილი გამოცდილება და შეხედულებები, თუ როგორ უნდა ვმართოთ არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ისეთ ამბიციურ მიზანს, როგორიც C ჰეპატიტის ელიმინაციაა. ჩვენ უკვე მეხუთედ ვხვდებით ამ კონგრესზე, მახსოვს პირველი შეხვედრდა 2014 წელს, როდესაც ჯერ მხოლოდ განვიხილავდით პროგრამის პირველად მონახაზს. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ ამ ამბიციური მიზნების განხორციელების. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გუშინ კი კონგრესის ფარგლებში გაიმართა  სამუშაო შეხვედრა, რომელიც მთლიანად  საქართველოს მიეძღვნა. ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას  წარუდგინა  საქართველოში მიმდინარე  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის შედეგები. აღინიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მიაღწია.  პროგრამამ საერთაშორისო ექსპერტებისა და პარტნიორების მხრიდან  მორიგი პოზიტიური შეფასება მიიღო.  

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო