• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის შეხვედრა
26 მარტი, 2018

ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის შეხვედრა

ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის საერთაშორისო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან ყურადღება ბიოლოგიურ საფრთხეებზე უწყვეტი ზედამხედველობის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და ამ ტექნოლოგიის პარტნიორებისთვის გაზიარებაზე გაამახვილა. „2014 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვაში ახალი მიმართულება დაიწყო. მას საფუძველი აშშ-ის მთავრობამ ჩაუყარა. ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმთავითვე ჩაერთო. ინფრასტრუქტურამ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ახალი კორპუსის სახით გვაქვს, მოგვცა საშუალება, გავხდეთ ლიდერები ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. საერთაშორისო შეხვედრაზე უსაფრთხოების ინიციატივის რეალურ დროში ბიოზედამხედველობის სამოქმედო პაკეტი განიხილეს. კონფერენციის მონაწილეებმა გამოცდილების გაზიარების, ზედამხედველობის სისტემის მდგრადობის და დაავადებებზე მონიტორინგის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის (Global Health Security Initiative) მიზანს ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული (CBRN) ტერორიზმის პრევენცია წარმოადგენს. სამოქმედო პაკეტი 11 პუნქტისგან შედეგბა. მის შემადგენლობაში ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ზოონოზური დაავადებები, ბიოუსაფრთხოება, ბიოდაცვა, იმუნიზაცია, ეროვნული ლაბორატორიის სისტემა, რეალურ დროში ეპიდზედამხედველობა, ანგარიშგება, სამუშაო ძალის განვითარება, გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების ცენტრი, მულტისექტორალური სწრაფი რეაგირებისთვის კანონმდებლობასთან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაკავშირება, სამედიცინო ღონისძიებები და პერსონალი შედის. საქართველო „რეალურ დროში ბიოზედამხედველობის“ ლიდერი, ასევე, „ზოონოზური დაავადებების“ და „ეროვნული ლაბორატორიული სისტემის“ სამოქმედო პაკეტების აქტიური მხარდამჭერია. ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის საერთაშორისო შეხვედრა დღეს გაიხსნა და 28 მარტს დაიხურება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო