• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენა
12 თებერვალი, 2018

ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2017 წელს უწყების მიერ განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. გასული წლის მთავარ წარმატებად მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტაბილურობის მიღწევა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამისთვის ამ კომპონენტის დამატება დაასახელა. მინისტრის განცახდებით, მთავარ პრიორიტეტად, კლინიკური მოვლისა და მედიკამენტების ხარისხის მიმართულებით, კონტროლის სისტემის იმპლემენტაცია განისაზღვრება. დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებს შორის, ელექტრონული რეცეპტის სისტემაზე გადასვლა დაასახელა. უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ მიმართულებაზე საუბრისას, სისტემის სრულყოფისთვის, მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირებაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. შრომის უსაფრთხოების საკითხები, სფეროს მართვის იერარქია და შრომის ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები იყო ის ძირითადი საკითხები, რის შესახებაც გამოსვლის დასკვნით ნაწილში დავით სერგეენკომ ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მოხსენების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო