• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ამირან გამყრელიძის ბრიფინგი ვაქცინაციასთან დაკავშირებით
17 იანვარი, 2018

ამირან გამყრელიძის ბრიფინგი ვაქცინაციასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის 2018 წლის სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით მედიით გავრცელდა. მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას და ჩრდილს აყენებდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამას. აუდიტის გეგმასა და პუბლიკაციაში არც ის იყო დაზუსტებული, რომ სამსახური სწავლობდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის თემას და საკითხი არ ეხებოდა კალენდარულ აცრებს. „მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება ქვეყანაში დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინტერვენციისა, რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა „ლიზავაკი“ ქვეყანაში 2015 წელს, ყველა წესის დაცვით შემოვიდა.  იმ დროისთვის ვაქცინა იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული და 2015 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიყენებოდა. ამ დროის განმავლობაში არცერთი გვერდითი მოვლენა ან სერიოზული გართულება ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  მწარმოებელი ქარხნიდან გამოითხოვა მისი პრეკვალიფიკაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უმოკლეს დროში (თვენახევარის ვადაში) აღნიშნული პრეპარატი,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული სხვა ვაქცინით ჩაანაცვლა. „ვაქცინის ამოღება დაუყოვნებლივ ვერ მოხდებოდა, რადგან  ეს გახლავთ სტრატეგიული დანიშნულიბის ვაქცინა და ქვეყნის დატოვება მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა,  ყველა ცოფის  შემთხვევა ადამიანისთვის შესაძლოა  სასიკვდილო ყოფილიყო და ამას დაავადებათა კონტროლი ვერ დაუშვებდა.“ -  განმარტა ამირან გამყრელიძემ.

2015 წლიდან საქართველოში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო 5 წლის განმავლობაში  ვაქცინებით მომარაგებაში  წყვეტა  არ ყოფილა. 

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო