• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
დიალოგი შშმ ბავშვთა საჭიროებებზე
07 დეკემბერი, 2017

დიალოგი შშმ ბავშვთა საჭიროებებზე

შშმ ბავშვთა საჭიროებები, სოციალური მომსახურება და პროგრამები, საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტიგმა– ამ თემებზე სასაუბროდ სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო სექტორი გაეროს ბავშვთა ფონდმა „UNICEF”-მა მიიწვია. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში – ლაილა ომარ გადმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა და განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნეს. შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე პოლიტიკის დიალოგი მიზნად ისახავს კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას. საქართველო შეუერთდა გაეროს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ და ვალდებულება აიღო დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/ბავშვთა ძირითადი უფლებები, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის უფლებები. რა პროგრამები მოქმედებს შშმ ბავშვთათვის, რა გამოწვევების წინაშე დგას ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროები, რა ღონისძიებები იგეგმება სოციალურ მოდელზე გადასასვლელად – ამ თემებზე მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულთან ერთად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. 

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო