• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
შეხვედრა შშმ ბავშვების მიტოვების პრენეციასთან დაკავშირებით
05 დეკემბერი, 2017

შეხვედრა შშმ ბავშვების მიტოვების პრენეციასთან დაკავშირებით

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეა, სპეციალურად ამ თარიღთან დაკავშირებით შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია, თბილისის სამშობიარო სახლების ნეონატოლოგებს შეხვდნენ და ის რეკომენდაციები გააცნეს, რომელიც სამინისტრომ შშმ ბავშვების მიტოვების პრენეციასთან დაკავშირებით შეიმუშავა.

გამოცდილება ცხადყოფს, რომ მშობლების დროული და სწორი ინფორმირება ბავშვის მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვნად ამცირებს შშმ ბავშვის მიტოვების რისკს. მიზანშეწონილია, რომ ექიმებმა,  მშობლებს ინფორმაცია შვილების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ მიაწოდონ არა როგორც განაჩენი, არამედ მისცენ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

ღონისძიებას ერთ-ერთი შშმ ბავშვის დედაც ესწრებოდა. მან ექიმებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მშობლების, სამედიცინო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო