• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
30 ნოემბერი, 2017

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფი განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს. საერთაშოსიო მრჩეველთა ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი და ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი დირექტორი გრეგ ალტონი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ჯგუფში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შედიან. ჯგუფის წევრები შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვა საზოგადოებრივ და აკადემიურ პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პერიოდული ჩართულობა პროგრამის შეფასებითა და შესაბამისი რეკომენდაციებით სწორ მიმართულებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო