სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული გაიხსნა
14 ნოემბერი, 2017

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული გაიხსნა

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან ყურადღება ანტობიოტიკების არამიზნობრივად გამოყენებასა და მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბზე გაამახვილა.

„ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი მზარდი გამოწვევა. ანტიბიოტიკს აქვს კონკრეტული ფუნქცია. აუცილებელია, მისი გამოყენება ექიმის ჩვენებით და არა თვითმკურნალობით, რადგან მოსალოდნელი საფრთხეები გლობალური მასშტაბისაა,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

2017 წელს კვირეული სამედიცინო მომსახურების სფეროში მედპერსონალის კრიტიკულ როლზე, ინფექციების პრევენციასა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შემცირებაზეა ფოკუსირებული. „გამოიყენეთ ანტიბიოტიკები ფრთხილად“  - წლევანდელი კვირეულის დევიზია და ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 2015 წლიდან აღინიშნება.