სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა ბუდაპეშტში
11 სექტემბერი, 2017

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა ბუდაპეშტში

11-14 სექტემბერს  უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა. სხდომაში მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება .

2017 წლის სხდომის დღის წესრიგშია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა:

21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობები და გამოწვევები,  2020 წლის მდგრადი განვითარების მიზნების პოლიტიკის ჭრილში. გარემოს და ჯანმრთელობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების 2020 და 2030 წლების გეგმის მიხედვით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება მოსახლეობისთვის  მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდის მიზნით.

ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულირების (2005)  კომპონენტების განხორციელების დაჩქარება და ჯანმოს ევროპის რეგიონის წევრ ქვეყნებში ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება.

4 დღიან პროგრამაში , ასევე გათვალისწინებულია მოხსენებები 2012-2020 წლებში ევროპის სამოქმედო გეგმის  შესახებ ალკოჰოლური სასმელების მავნე გამოყენების შემცირების მიზნით.  ევროპის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საკვებისა და კვების, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე.

სხვა მნიშვნელოვანი საბჭოების არჩევნებთან ერთად, სხდომაზე დასახელდება აღმასრულებელი საბჭოს 4 წევრი  და აირჩევა  მუდმივმოქმედი რეგიონალური კომიტეტის  4 წევრი .