სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა ფართოვდება
21 ივლისი, 2017

ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა ფართოვდება

ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა ფართოვდება. 10 ახალი მოწყობილობა შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდება. აღნიშნულის შესახებ მემორანდუმი დღეს გაფორმდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სმენის სკრინინგის 5 აპარატი საქველმოქმედო ფონდმა „აი-იამ“, 5 კი - ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა გადასცა. სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სმენის სკრინინგის დაფარვა 65%-მდე გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარებას და სმენადაქვეითებულთათვის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ამ დრომდე სმენის სკრინინგის აპარატი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 4 კლინიკას ჰქონდა. ის აშშ-ის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წელს გადასცა. მოწყობილობები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდა. ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროექტის გაფართოების შედეგად, აპარატურით უკვე 14 სხვადასხვა კლინიკა იქნება აღჭურვილი. მოწყობილობების საშუალებით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებაშივე იქნება შესაძლებელი. 2018 წლის ბოლოსთვის, სმენის სკრინინგის მოცვა 100%-იან ნიშნულს მიაღწევს. ამ ცვლილებით, საქართველო მსოფლიოს იმ 15 განვითარებულ ქვეყანას შეუერთდება, სადაც ახალშობილთა სმენის უნივერსალური სკრინინგი ხორციელდება. სმენის დარღვევების დროული დიაგნოსტირება ხელს დროულ მკურნალობას უწყობს, რაც საზოგადოებაში სმენადაქვეითებული ბავშვების სრულ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.