სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ზაზა სოფრომაძე კლინიკა „მედალფაში“
06 ივლისი, 2017

ზაზა სოფრომაძე კლინიკა „მედალფაში“

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე კლინიკა „მედალფას“ ეწვევია და  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ექიმების მოსაზრება მოისმინა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 1 ივლისს დაიწყო და კლინიკებში უკვე 800-მდე ბენეფიაციარია დარეგისტრირებული.

ახალი პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

- დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)

მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება.