სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ჯანდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
12 ივნისი, 2017

ჯანდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილეები ნინო ბერძული და ზაზა სოფრომაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა ჩეხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების მსგავსებასა და განსხვავებაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სოციალურ საკითხებსაც. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა სტუმრებს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც წლების განმავლობაში ჩეხეთის მთავრობა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უწევს.

დელეგაციას პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ კოლიბა ხელმძღვანელობს. დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მათ უკვე დაათვალიერეს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრი. ვიზიტი დაგეგმილია ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ჩართულია ჩეხეთის მთავრობა. დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივნისს დასრულდება.