სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მემორანდუმი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან
04 მაისი, 2017

მემორანდუმი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს, შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში როგორიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის განვითარება - ჯანდაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების განვითარება, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ლაბორატორიული მეცნიერებების განხრით; საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტურობის გაძლიერება, ახალი და ხელმეორედ აღმოცენებადი დაავადებების, ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისა და ქრონიკული დაავადებების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება; აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას, გაცვლით ვიზიტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის მომზადებას, ახალი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებისა და რეაგენტების გადაცემას საქართველოსთვის და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საშუალებით.