სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
თანამშრომლობის მემორანდუმი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან
02 მაისი, 2017

თანამშრომლობის მემორანდუმი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალი პროექტი ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას მოიცავს. მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა მაიკლ კაპლანმა მოაწერეს. პროექტის ფარგლებში ზუგდიდში აშენდება სკრინინგ ცენტრი ონკოლოგიური დაავადებებისთვის. ცენტრში შესაძლებელი იქნება ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს დიაგნოსტირება და შესაბამისი კვლევების სრულიად უფასოდ ჩატარება. ასევე დაგეგმილია, ექიმებისა და ექთნების გადამზადება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა და პალიატიური მოვლის კუთხით. პროექტის ფარგლებში, თბილისში ჩამოყალიბდება ბავშვთა ჰემატოლოგიის დეპარტამენტიც. სამედიცინო პერსონალმა ჩეხ კოლეგებთან უკვე გაიარა გადამზადების კურსი. მთლიანი პროექტის ბიუჯეტი 1,800 000 ევროს შეადგენს.