სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • ჩვეულებრივი კონტრასტი
  • ღამის კონტრასტი
  • შავ-თეთრი კონტრასტი
  • შავი და ყვითელი კონტრასტი
  • ყვითელი და შავი კონტრასტი
  • განლაგება:

  • ფიქსირებული ზომა
  • განიერი განლაგება
  • შრიფტი:

  • პატარა ზომის შრიფტი
  • A
  • დიდი ზომის შრიფტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ერთად შევკრათ სიკეთის წრე!
12 აპრილი, 2017

ერთად შევკრათ სიკეთის წრე!

"ანი ბავშვებისთვის" - ასე ქვია საქველმოქმედო ფონდს, რომელიც პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ეხმარება. სწორედ, ამ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში.  ღონისძიება შრომის, ჯანმრტელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.

ფონდი მატერიალურ-ფინანსურ დახმარებას უწევს ფსიქო-მოტორული, პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს, რომელთაც რეაბილიტაცია და გარემო პირობებთან მაქსიმალური ადაპტაცია სჭირდებათ.

პრეზენტაციას, ბიზნეს, სამედიცინო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები და სხვა ცნობადი სახეები.

საქველმოქმედო ფონდი „ანი ბავშვებისთვის“ 2016 წლის ოქტომბერში დაარსდა. ფონდი ი.ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკის  ფსიქოლოგისა და child life სპეციალისტის - ანი ჩხაიძის სახელობისაა.

ანი ჩხაიძე 2016 წლის ზაფხულში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.