სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • ჩვეულებრივი კონტრასტი
  • ღამის კონტრასტი
  • შავ-თეთრი კონტრასტი
  • შავი და ყვითელი კონტრასტი
  • ყვითელი და შავი კონტრასტი
  • განლაგება:

  • ფიქსირებული ზომა
  • განიერი განლაგება
  • შრიფტი:

  • პატარა ზომის შრიფტი
  • A
  • დიდი ზომის შრიფტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
09 აპრილი, 2017

"იმედის კლინიკის"მრავალპროფილიანი პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა

სამშობიარო „იმედის კლინიკის“ ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო. პედიატრიულ საავადმყოფოში ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ყველა სამედიცინო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. სამშობიარო სახლისა და პედიატრიული საავადმყოფოს შერწყმით „იმედის კლინიკა“ დედათა და ბავშვთა მრავალპროფილიან სამედიცინო მომსახურების სტაციონარად გარდაიქმნება. განახლებული „იმედის კლინიკა“ 135 საწოლზეა გათვლილი და უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. კლინიკაში 265 თანამშრომელი, ამათგან 20-მდე მედიცინის დოქტორია დასაქმებული. „იმედის კლინიკას“ საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ადგილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომისშემდეგომ სწავლებას გადიან. მრავალპროფილიანი პედიატრიული კლინიკა დიდ დიღომში პირველია. ის ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.