სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
შეხვედრა სამედიცინო განათლების ახალ ტენდენციებზე
08 აპრილი, 2017

შეხვედრა სამედიცინო განათლების ახალ ტენდენციებზე

სამედიცინო განათლებისადმი ახალი მოთხოვნები და ტენდენციები - ამ თემაზე წარადგინა პრეზენტაცია განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, დევიდ გორდონმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ თამარ სანიკიძესთან ერთად დაესწრო. სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პერსპექტივები განიხილა. მოხსენების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკას, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის სახელობის ლაბორატორიას სტუმრობდა.

განათლების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით იმყოფებოდნენ.