სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებთან
06 აპრილი, 2017

შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებთან

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ  დირექტორს ალანა არმიტაჯსა და საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობის დირექტორს კარლ კულესას შეხვდა.

საუბარი დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობასა და მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრიორიტეტებს შეეხო.

პირველად საქართველოში, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგია შეიქმნა. სტრატეგია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა. მისი მიზანია დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ასევე მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროების გასაუმჯობესებლად სტრატეგიული ჩარჩოსა და მიმართულებების  განსაზღვრა.

სტრატეგიის პრეზენტაცია  კი ხვალ, სასტუმრო თბილის მერიოტში გაიმართება.