სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • ჩვეულებრივი კონტრასტი
  • ღამის კონტრასტი
  • შავ-თეთრი კონტრასტი
  • შავი და ყვითელი კონტრასტი
  • ყვითელი და შავი კონტრასტი
  • განლაგება:

  • ფიქსირებული ზომა
  • განიერი განლაგება
  • შრიფტი:

  • პატარა ზომის შრიფტი
  • A
  • დიდი ზომის შრიფტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
„საქართველო თამბაქოს გარეშე“
29 მარტი, 2017

„საქართველო თამბაქოს გარეშე“

„საქართველო თამბაქოს გარეშე“ ამ სლოგანით გაიმართა შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტში.  სტუდენტებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანია თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის სტატუსი საქართველოში

  • *მრავალსექტორული გუნდის მუშაობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა
  • *კონვენციის მოთხოვნების განხორციელებასთან დაკავშირებული ბარიერები და ამ ბარიერების მოხსნის სტრატეგიული ნაბიჯების განსაზღვრა
  • *თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა
  • *თამბაქოს ნაწარმზე მაღალი გადასახადები - მომგებიანი ღონისძიება, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონიმიკისათვის
  • *საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად არსებული შესაძლებლობების განხილვა თითოეული დაინტერესებული უწყებისათვის

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარების გამო, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად; დაახლოებით 600 000 ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი კი ე.წ. პასიური მწეველობაა. პასიური მწეველობით დაღუპულთა 31% ბავშვებზე, ხოლო 64% კი ქალებზე მოდის.

საქართველოში მწეველთა რაოდენობა ძალიან მაღალია. არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის (STEPS, 2010) მონაცემებით მწეველობის გავრცელება საქართველოს  მოზრდილ მოსახლეობის 30%-ს შეადგენს - მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. 2016 წელს ჩატარებული იგივე კვლევის წინასწარი მონაცემებით სიტუაცია გაუარესდა - ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 33% ეწევა, თამბაქოს მოიხმარს მამაკაცების 57% და ქალების 7% (STEPS, 2016). ახალგაზრდებში თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ (ESPAD 2015) აჩვენა, რომ 16 წლის ასაკის მოზარდების 18% რეგულარულად მოიხმარს თამბაქოს, ხოლო 2014 წელს ჩატარებული ახალგაზრდებში თამბაქოს გლობალური კვლევის (GYTS 2014) შედეგების მიხედვით 13-15 წლის ასაკის მოზარდების 7% თამბაქოს ამჟამინდელი მომხმარებლია. თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 9,000-დან 11,000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3,000 პასიური მოწევის მსხვერპლი და 300 ბავშვია (თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესწავლა, 2011).

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეა 2006 წლიდან; ამ ნაბიჯით ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება   განეხორციელებინა კონვენციით ნაკისრი ყველა მოთხოვნა.

2013 წელს, თამბქოს მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის და ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქებისა და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა თამბაქოს კონტროლის მრავალსექტორული სახელმწიფო კომისია. კომისიის მუშაობის მანძილზე შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შემუშავებულია და საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და კონვენციის მოთხოვნებს.

თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიზნით, გადახედა თამბაქოზე არსებული გადასახადებისა და ფასის პოლიტიკაც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამათავრობო სექტორთან, მიმდინარეობს ერთობლივი სამუშაოები სამედიცინო პერსონალის და მედიის წარმომადგენლების ტრენინგების და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევების მონიტორინგის კუთხით.