სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
სამოქალაქო საზოგადეობის ფორუმი
23 თებერვალი, 2017

სამოქალაქო საზოგადეობის ფორუმი

აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართა დღეს სასტუმრო holiday inn-ში. ფორუმის მიზანია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფა. შეხვედრის მონაწილეებმა აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივებისა და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე იმსჯელეს. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდნენ. ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, გლობალური ფონდის და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე. 2003 წლიდან დღემდე საქართველოში გლობალური ფონდიდან მიღებული დახმარებით დაინერგა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის ეფექტური მექანიზმები. საქართველო კვლავაც იღებს გლობალური ფონდის დახმარებას აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის გასაძლიერებლად. შეხვედრას საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრისა, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, გლობალური ფონდის, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის, ნიდერლანდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტისა და UNICEF-ის რეგიონალური პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.