• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის მსურველთა საყურადღებოდ
28 მაისი, 2018

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის მსურველთა საყურადღებოდ

1.„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის აღსრულების მიზნით, „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2018 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა 2018 წლის 22 მაისის N61/N01-21/ნ ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრა 2018 წლის შიდა კვოტები შემდეგ ნივთიერებებზე:

ა) ზალეპლონისათვის-993,455 გრამი;

ბ) ზოპიკლონისათვის-2645,305 გრამი;

გ) ბაკლოფენისათვის - 56509,15 გრამი;

დ) გაბაპენტინისათვის-768257,95 გრამი;

ე) ტროპიკამიდისათვის -300 გრამი;

ვ) დექსტრომეტორფანისათვის -2828 გრამი.

2.ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, იმპორტის გამოცხადებისას გათვალისწინებული იქნა 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული ნაშთები/მარაგები. აღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის იმპორტი ცხადდება ქვემოთ ჩამოთვლილ 4 დასახელების ნივთიერებაზე შემდეგი ოდენობით:

ა) ზოპიკლონისათვის-1548.025 გრამი;

ბ) ბაკლოფენისათვის - 46049.5 გრამი;

გ) გაბაპენტინისათვის-765689.35 გრამი;

დ) ტროპიკამიდისათვის -253,7 გრამი;

3.ქვეყანაში არსებული ნაშთების/მარაგების გათვალისწინებით, 2018 წელს ქვეყნის შიდა კვოტა არ ცხადდება ზალეპლონზე და დექსტრომეტორფანის შემცველ კომბინირებულ პრეპარატებზე;

4.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების კვოტის განაწილებაში მონაწილეობის უფლება აქვს სათანადო ნებართვის მქონე იმ იურიდიულ პირს:

ა) რომელსაც გააჩნია აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ბ) რომელსაც ბოლო ერთი წლის მანძილზე, არ აქვს დადასტურებული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტი, გაცემის (რეალიზაციის) დადგენილი წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

5.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის განმახორციელებელი იურიდიული პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მის მიერ იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობა წლის განმავლობაში , ხოლო წლის ბოლოს ნაშთის სახით უნდა გააჩნდეს მის მიერ იმპორტირებული პროდუქტის არანაკლებ 5%;

ბ) განაწილებული კვოტის ფარგლებში ფარმაცევტული პროდუქტის ერთჯერადად საიმპორტო ოპერაცია განახორციელოს კვოტის განაწილებიდან და იმპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;

გ) განაწილებული კვოტის ფარგლებში პროდუქტის საიმპორტო ოპერაციის მრავალჯერადად განხორციელებისას, ბოლო იმპორტი განახორციელოს მიმდინარე კალენდარული წლის 1 დეკემბრამდე;

დ)ტროპიკამიდის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებზე.

6.იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი ვერ უზრუნველყოფს მასზე განაწილებული კვოტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სრულად 2018 წლის განმავლობაში, მისი განაცხადი მომდევნო კალენდარულ წელს, შიდა კვოტების გადანაწილებისას, არ იქნება განხილული.

7. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი დაარღვევს მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებულ მოთხოვნებს, ან/და ინსპექტირების შედეგად გამოუვლინდება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა, მისი განაცხადი მომდევნო კალენდარულ წელს, შიდა კვოტების გადანაწილებისას, არ იქნება განხილული.

8. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2018 წლის ქვეყნის შიდა კვოტა იმპორტირების მაძიებელ იურიდიულ პირებს შორის განაწილდება პროცენტული თანაფარდობის გათვალისწინებით:

ა) მოთხოვნილი რაოდენობის მიხედვით, თუ ჯამური რაოდენობა არ აღემატება კვოტას;

ბ) თუ ჯამურად მოთხოვნილი რაოდენობა აღემატება კვოტით განსაზღვრულს, კვოტა გადანაწილდება ჯამურ მოთხოვნაში შესაბამისი წილის მიხედვით;

გ )თუ ჯამურად მოთხოვნილი რაოდენობა ნაკლებია კვოტით განსაზღვრულზე, კვოტის დარჩენილ ნაწილზე, საჭიროების შემთხვევაში განიხილება საკითხი დამატებით საიმპორტო განაცხადების მიღების შესახებ.

9.იმპორტიორთა შერჩევის კრიტერიუმები და იმპორტიორთა შორის კვოტების ოდენობების გადანაწილების პრინციპები განხილული და მოწონებული იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28-27 მარტის N01-14/ნ N117 „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე“ ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობისა და კვოტის ოდენობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს 2017 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი N1).

10.„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგანტო, აცხადებს ქვეყნის შიდა კვოტის ფარგლებში იმპორტირების მსურველთა განაცხადების მიღებას (მოთხოვნილ თითოეულ პოზიციაზე რაოდენობების მითითებით) 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 2 ივლისის ჩათვლით.

11. იმპორტის მაძიებელი იურიდიული პირების განაცხადების მიღების შემდეგ, სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი ახორციელებს იმპორტის მაძიებელი იურიდიული პირების განთავსების ფაქტობრივ მისამართზე (რომელიც მითითებულია საქმიანობის ნებართვაში), ფარმაცევტული პროდუქტის მიღებისა და შენახვის პირობების შესაბამისობის დადგენას კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან.

12. ინფორმაცია გადანაწილებული შიდა კვოტების შესახებ განთავსდება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ვებ-გვერდზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო