• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
პათოლოგანატომიური საქმიანობის ახალი სალიცენზიო მოთხოვნები
27 მარტი, 2018

პათოლოგანატომიური საქმიანობის ახალი სალიცენზიო მოთხოვნები

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცდა ახალი სალიცენზიო მოთხოვნები პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის. ის სალიცენზიო მოთხოვნები, რომლებიც მოქმედებდა აღნიშნული მთავრობის დადგენილების დამტკიცებამდე ორიენტირებული იყო უპირატესად აუტოფსიური სერვისის მიწოდებაზე, პათოლოგანატომიური სერვისის ის მიმწოდებლები კი, რომლებიც არ ახორციელებდნენ აუტოფსიურ სერვისს, პრაქტიკულად, რეგულირების მიღმა იყვნენ დარჩენილნი.

პაციენტზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს როგორც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ასევე, ხარისხი, აღნიშნული კი, თავისთავად, გულისხმობს პათოლოგანატომიური (ჰისტოპათოლოგიური, ციტოპათოლოგიური და მოლეკულურ-პათოლოგიური) სერვისის ადეკვატურ პირობებში მიწოდების უზრუნველყოფას. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა პათოლოგანატომიური სერვისების მიმართ აუცილებლად შესასრულებელი პირობების (მინიმალური მოთხოვნების) შემუშავება და ამოქმედება, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა პაციენტის უსაფრთხოებასა და საუკეთესო კლინიკურ გამოსავლებზე. ამასთან, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სერვისის მიმწოდებელი აწარმოებს არა ყველა პათოლოგანატომიურ (აუტოფსიური, ჰისტოპათოლოგიური, ციტოპათოლოგიური და მოლეკულურ-პათოლოგიური) სერვისს, არამედ მხოლოდ მათ შეზღუდულ რაოდენობას, მართებულად ჩაითვალა სალიცენზიო დანართების ცნების შემოღება და, სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ლიცენზიასთან ერთად მხოლოდ იმ სალიცენზიო დანართ(ებ)ის გაცემა, რომლის განხორციელებასაც აპირებს ლიცენზიის მაძიებელი.

ამავე დროს, სერვისის მიმწოდებლების ხელშეწყობის მიზნით, მათ მიეცათ გონივრული ვადა ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა (2018 წლის 1 ოქტომბერი) და ლიცენზიის მოპოვებისათვის (2019 წლის 1 მარტი).

საქართველოს მთავრობის  დადგენილება №132 2018 წლის 15 მარტი, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო