სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ელექტრონული რეცეპტის სისტემასთან დაკავშირებით ტრენინგები დაიწყო
17 იანვარი, 2018

ელექტრონული რეცეპტის სისტემასთან დაკავშირებით ტრენინგები დაიწყო

2018 წლის 15 თებერვლიდან ფორმა N3 ელექტრონული რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოება სავალდებულო გახდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და სხვა სახელმწიფო პროგრამების სტაციონარული სერვისის მიმწოდებელი პირებისათვის ქ. თბილისში.

სამინისტრო დაინტერესებული პირებისათვის 2018 წლის 10 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტამდე, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, 15.00-ზე უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას სამინისტროს ეროვნულ  სამედიცინო  ტრენინგ-ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი).

ტრენინგზე დასასწრებად წინასწარ უნდა მიმართოთ სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს.  შემდგომ ელექტრონულ მისამართზე: ggasviani@moh.gov.ge გამოგზავნეთ შეტყობინება სადაც მითითებული იქნება კლინიკის დასახელება, დამსწრე ექიმთა რაოდენობა და ტრენინგის სასურველი თარიღი.

(საკონტაქტო ინფორმაცია: გვანცა გასვიანი - (+99532) 251 00 11 - 11 06, ggasviani@moh.gov.ge; მარინე ლაცაბიძე - (+99532) 251 00 11-11 18,  mlatsabidze@moh.gov.ge).

დეტალური ინფორმაცია ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის თაობაზე განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე, ელექტრონულ მისამართზე:  http://moh.gov.ge/ka/664/eleqtronuli-receptis-sistema.

 
მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელქტრონული რეცეპტის ბრუნვის თანდართული წესი