სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მომსახურებებისთვის იურიდიული პირ(ებ)ის გამოსავლენად
18 აგვისტო, 2017

კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მომსახურებებისთვის იურიდიული პირ(ებ)ის გამოსავლენად

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდეგში-სამინისტრო) აცხადებს კონკურსს  მძიმე და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის მცირე ზომის ოჯახური ტიპის სახლის ფუნქციონირებისათვის უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 01.10.07.003.777) გადაცემის მიზნით.

 

 

  1. კონკურსი ცხადდება მომსახურებაზე, რომელიც აღნიშნული ქონების ბაზაზე უზრუნველყოფს მცირე ზომის ოჯახური ტიპის სახლში 6-7 მძიმე შეზღუდული შესაძლბელობების მქონე ბავშვზე ზრუნვას 24 საათის განმავლობაში. მომსახურება უნდა ეფუძნებოდეს სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობებს, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებსა და სხვა კანომდებლობით დადგენილ ნორმებს;

 

  1. შენობის კეთილმოწყობას და აღჭურვას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით უზრუნველყოფს  გაეროს ბავშთა ფონდი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის 2016 წლის 14 იანვარს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, შერჩეული ორგანიზაციის თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი გაივლიან სპეციალიზირებულ ტრენინგს;

 

  1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ  პირს, რომელიც აკმაყოფილებს № 01-187/ განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 

  1. საკონკურსო განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის  2 ოქტომბრის 15:00 საათი.  კონკურსში მონაწილე იურიდიულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიტანონ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №144. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო;

 

  1. საკონკურსო დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია, ჩაწერილი CD დისკზე, უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, რომელზეც უნდა იყოს მითითებული იურიდიული პირის დასახელება და რეკვიზიტები;

 

  1. საკონკურსო დოკუმენტაციის გადარჩევისას კომისიის მდივანი ხსნის ყველა მონაწილის კონვერტს და საჯაროდ აცხადებს კონვერტში მოთავსებული დოკუმენტების ჩამონათვალსა და შინაარსს;

 

  1. ზეპირ მოსმენაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ იმ იურიდიული პირების წარმომადგენლები, რომელთა განაცხადები სრულად იქნება წარმოდგენილი;

 

  1. კომისიის თითოეული წევრი თითოეული კონკურსანტის შეფასებას აკეთებს  წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობისა და კონკურსანტის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ №01-187/ ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე;

 

  1. კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალური შეფასებები ჯამდება და გამარჯვებულად ცხადდება ორგანიზაცია, რომლის შეფასება ყველაზე მაღალია. ამასთან, შეფასების მიუხედავად, კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის გამარჯვებულის ვერ გამოვლენის შესახებ;

 

  1. კომისიის მიერ კონკურსის შედეგების გამოცხადება ხდება კონკურსის დასრულებიდან არა უგვიანეს  5 სამუშაო დღის ვადაში, კონკურსის შედეგი, გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, ძალაშია საქართველოს მთავრობის მიერ გამარჯვებულისათვის ქონების გადაცემის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  მიღების შემთხვევაში;

 

  1. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულის გამოვლენისა და საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში მხარეთა შორის ვერ მოხდება ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება, კონკურსის შედეგები ძალადაკარგულად ჩაითვლება.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა დანართი №2-ის  შესაბამისად უნდა წარმოადგინონ საკონკურსო განაცხადი და შემდეგი სახის თანდართული დოკუმენტაცია:

 

ა) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წესდება;

 

ბ) ცნობა სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანებების შესახებ;

 

გ) ინფორმაცია ორგანიზაციის სტრუქტურის, მენეჯმენტის წამყვანი რგოლისა  და  წამყვანი სპეციალისტების/პროფესიონალების შესახებ (ავტობიოგრაფია (CV) და კვალიფიკაცია);

 

დ) ინფორმაცია ორგანიზაციის ძირითადი აქტივების შესახებ (შენობა, კომპიუტერული ტექნიკა, აღჭურვილობა, სხვა);

 

ე) დაწვრილებითი ინფორმაცია ბავშვზე ზრუნვისა და შშმპ მომსახურების  სფეროში ორგანიზაციის გამოცდილების, სხვადასხვა სახის პროგრამების/პროექტების განხორციელების თაობაზე. სახელმწიფო, მუნიციპალური ან საერთაშორისო დაფინანსების წყაროების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

ვ) ინფორმაცია საკონკურსო მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო სპეციალისტებისა (მომსახურე პერსონალი, ოკუპაციური თერაპევტი, პედიატრი, მზრუნველები და სხვა) და პერსონალის შესახებ:  ავტობიოგრაფია (CV) და კვალიფიკაცია;

 

ზ) თანდართული (დანართი N4) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან განვითარების და ჯანმრთელობის  მძიმე დარღვევების მქონე ბავშვებისთვის მცირე ზომის სპეციალიზებული ალტერნატიული ზრუნვის/მომსახურების სარეკომენდაციო მოდელის შესაბამისად განსახორციელებელი მომსახურების გეგმა. (მათ შორის პერსონალის რაოდენობა,  ფუნქციების და სამუშაო გრაფიკის გადანაწილება და ერთწლიანი ფინანსური გეგმა);

 

თ) ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ მობილიზებული  წვლილის  შესახებ და/ან დონორის მხარდაჭერის წერილი მომსახურებისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფის შესახებ (წვლილი შეიძლება იყოს ძირითადი საბრუნავი საშუალებების, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, ადამიანური რესურსების, ან ნებისმიერი სხვა სახის);

 

ი) ინფორმაცია ორგანიზაციაში მომსახურების ხარისხის მართვის (ხარისხის მონიტორინგის, თანამშრომელთა შეფასების, სხვა) მეთოდოლოგიის შესახებ;

 

კ) ინფორმაცია ძალადობისა და უგულვებელყოფისაგან ბავშვის დაცვისთვის  ორგანიზაციის შიდა პროცედურების შესახებ (ბავშვთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით).

 

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე: +995 032 510037 (შიდა-0515)    თამარ გოცაძე.

 

დანართი: აპლიკაციის ფორმა; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან განვითარების და ჯანმრთელობის  მძიმე დარღვევების მქონე ბავშვებისთვის მცირე ზომის სპეციალიზებული ალტერნატიული ზრუნვის/მომსახურების სარეკომენდაციო მოდელი.

 

საკონკურსო განაცხადი

მოდული