სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი

 პაციენტზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს როგორც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ასევე, ხარისხი, აღნიშნული კი თავისთავად გულისხმობს ლაბორატორიული სერვისის ადეკვატურ პირობებში მიწოდების უზრუნველყოფას. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ლაბორატორიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში აუცილებლად შესასრულებელი პირობების (მინიმალური მოთხოვნების) შემუშავება და ამოქმედება, რომელიც ორიენტირებული იქნება პაციენტის უსაფრთხოებასა და საუკეთესო კლინიკურ გამოსავლებზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ლაბორატორიული საქმიანობა მოექცა სახელმწიფო რეგულირების ფარგლებში, კერძოდ, ლაბორატორიული საქმიანობის განსახორციელებლად სტაციონარებს დასჭირდებათ კონკრეტული პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი სანებართვო დანართის მოპოვება, ხოლო ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში ლაბორატორიული საქმიანობის მიწოდება დაექვემდებარება შეტყობინების რეჟიმს, რის უზრუნველსაყოფადაც ლაბორატორიული საქმიანობა დაემატა მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობებს („სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ".საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის N322 და „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის დადგენილება 2016 წლის 11 ივლისის N320 დადგენილებები).
 ახალი რეგულაციები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლებს ეძლევათ გონივრული ვადა, დააკმაყოფილონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №322 2016 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის დადგენილება №320 2016 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ