სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი

ინფორმაცია რეგისტრაციისა და პრეპარატის გაცემის წესების შესახებ

 

 საქართველოში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ისევე როგორც კიბოს რეგისტრის 2015 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 1300 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება (მ.შ. 450-500 თბილისში რეგისტრაციის მქონე პირი). საყურადღებოა, რომ შემთხვევათა 20-25%-ში აღინიშნება ყველაზე აგრესიული - HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო, რომლის ადრეულ სტადიებზე (I-III სტადია) განკურნების საუკეთესო შანსს ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობის ერთწლიანი კურსი წარმოადგენს.

  • 2016 წლიდან სამინისტრო იწყებს ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების  მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) უზრუნველყოფას;
  •  პროგრამის მიზანია HER2-რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს მქონე საქართველოს მოქალაქე ქალბატონებისთვის (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისა), რომელთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ინოვაციური, ტარგეტული თერაპიის ჩატარება პროდუქტით, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • ბენეფიციართა უზრუნველყოფა განხორციელდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

 

ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დო--კუმენტის ასლი;          

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

გ) მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა გაცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  შესაბამის უფლებამოსილ კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული აფთიაქების მიერ.

დ) გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური  ლაბორატორიის მიერ დადასტურებული დასკვნა HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე.

რეფერალური კომისია განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და გასცემს საგარანტიო წერილს დაფინანსების წილობრივი ოდნოების მითითებით. 

ფასდაკლებით მედიკამენტის მისაღებად, მოსარგებლემ/კანონიერმა წარმომადგენელმა აფთიაქებში უნდა წარადგინოს:

  • რეფერალური კომისიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი;
  • პაციენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (კანონიერი წარმომადგნელის შემთხვევაში დამატებით კანონიერი წარმომადგენლის მოწმობა);
  • მედიკამენტის ხარჯვის სპეციალური ფორმა (ფორმა გაიცემა საგარანტიო წერილთან ერთად).

პაციენტზე ერთ ჯერზე გაიცემა მედიკამენტის არაუმეტეს 1 თვის სამყოფი რაოდენობა 
(1 ფლაკონი);

ყოველი მომდევნო ფლაკონის მისაღებად, პაციენტმა კომისიაზე განსახილველ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მკურნალი ექიმის მიერ შევსებული და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დადასტურებული ფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მედიკამენტის ხარჯვის თაობაზე.

აფთიაქების ჩამონათვალი, რომლებიც გასცემენ ჰერცეპტინს